მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები კიევ-პეჩერის ლავრის დატოვებაზე უარს აცხადებენ

გამოქვეყნდა:

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები კიევ-პეჩერის ლავრის დატოვებაზე უარს აცხადებენ და მთავრობას სასამართლოში უჩივიან. მიტროპოლიტის პავლო ლებედის განცხადებით ხელისუფლების განკარგულება უსაფუძვლოა და ბერები მონასტრის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. ლავრის ერთ-ერთმა მღვდელმა კი 2014 წელს დონეცკსა და დონბასში ომის გაჩაღებაში ოფიციალური კიევის მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა და განაცხადა რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია არ მოუხდენია. 

შეგახსენებთ რომ ხელისუფლებამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებს ლავრის დასატოვებლად ვადა 29 მარტამდე მისცა, რომელიც დღეს ამოიწურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი