
მილიონები ფავორიტი დეპუტატებისთვის. კორუფციის მკვლევარებმა დაადგინეს ახალი ფაქტები, რომლებიც აჩვენებს, რომ მმართველი პარტიის და პროპაგანდისტული არხების დამფინანსებელი დეპუტატები განაგრძობენ ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ახალი კვლევა ვიქტორ ჯაფარიძეს და მის ნათესავებს ეხება. მონაცემები ადასტურებს, რომ ოჯახის წევრების კუთვნილებაში არსებულმა მხოლოდ ერთმა კომპანიამ ბოლო წლებში ათობით მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვა. და არცთუ უსასყიდლოდ - ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახი, რომელმაც პოსტივის წილი რამდენიმე მილიონად შეიძინა, "ქართული ოცნების" გულუხვი დამფინანსებელიც არის.
ავტორი: ნინიკო გიგაური
იხილეთ ასევე: