"ოცნება" შალვა რამიშვილის დასაცავად | ბრალდებების და საჩივრების მიუხედავად, შსს გამოძიებას არ იწყებს

გამოქვეყნდა:

სექსუალურ ძალადობაში დადანაშულებული და ქრთამის აღებისთვის გასამართლებული შალვა რამიშვილის დასაცავად "ქართული ოცნება" სრულ მობილიზებას იწყებს. ხელისუფლება ცდილობს გადაარჩინოს მთავარი პროპაგანდისტი, რომელიც "ქართული ოცნების" გავლენის ქვეშ მყოფ მედიას აკონტროლებს.

მთავარ როლს რამიშვილის გადარჩენის კამპანიაში ირაკლი კობახიძე ირგებს - პარტიის ბოსმა დღეს პირდაპირ მოითხოვა, რომ შეწყდეს პოლიტიკური შეტევა. პარალელურად სრულიად უმოქმედო არიან საგამოძიებო უწყებები - არაერთი ბრალდების და ოფიციალური საჩივრის მიუხედავად არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც პროკურატურა გამოძიებას არ იწყებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი