"ოცნების" დეზინფორმაციული კამპანია | ნიკა გილაური ახალი პოლიტიკური კარიერის დაწყებას უარყოფს

გამოქვეყნდა:

მთავარი პოლიტიკური ინტრიგა, რომელიც რეალობას მოკლებული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია. დღეს დილიდან პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება ქართულ პოლიტიკაში ყოფილი პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის დაბრუნების ალბათობას განიხილავდა. ამ ვერსიის საფუძველი გახდა ინფორმაცია, რომ თითქოს გილაური ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერები ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე ერთიანდებოდნენ. 

ინტრიგა ხანმოკლე აღმოჩნდა და ის საფუძველშივე უარყო მთავარ გმირად დასახელებულმა გილაურმა. ყოფილი პრემიერი საჯაროდ უარყოფს რაიმე პოლიტიკურ აქტივობას და პარტიის დაარსებასაც გამორიცხავს. იგივეს ადასტურებენ სხვა პოლიტიკოსებიც - უფრო მეტიც, მთავარი ოპოზიციური პარტიის ყოფილი ლიდერები ამ საინფორმაციო კამპანიაში რუსული უშიშროების სტილსაც ხედავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი