ტაივანის პრეზიდენტი აშშ-ში მიემგზავრება | ჩინეთი იმუქრება

გამოქვეყნდა:

ტაივანის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში მიემგზავრება - ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მთავრობის სხვადასხვა თანამდებობის პირებთან.

ჩინეთის საგარეო უწყება მკაცრი ნაბიჯებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ტაივანის პრეზიდენტს კონგრესის სპიკერი კევინ მაკკარტი შეხვდება.

ჩინეთის მთავრობის ტაივანის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ამგვარი შეხვედრა იქნება "კიდევ ერთი პროვოკაცია და მორიგი საბოტაჟი ტაივანის სრუტეში სტაბილურობისა და მშვიდობის საწინააღმდეგოდ".

ტაივანი თვითმართვადი დემოკრატიაა, თუმცა ჩინეთი მას საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია. ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის აშშ, ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი