რომის პაპი რამდენიმე დღით კლინიკაში მოათავსეს

გამოქვეყნდა:

ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს ფრანცისკეს რესპირატორული ინფექცია აქვს და რამდენიმე დღით რომის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რომის პაპს კორონავირუსი არ აქვს.

მანამდე ვატიკანის პრესსპიკერმა თქვა, რომ რომის პაპი კლინიკაში გეგმური გამოკვლევისთვის გადაიყვანეს, თუმცა განახლებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფექცია "მოითხოვს რამდენიმე დღის შესაბამის ჰოსპიტალურ სამედიცინო თერაპიას".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი