"ანტისაოკუპაციო მოძრაობა" ამბობს, რომ რუსეთი დამატებითი ტერიტორიის ოკუპაციისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ხელმძღვანელი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ რუსეთი საქართველოში დამატებითი მიწების ოკუპაციისთვის ემზადება. მისი ინფორმაციით, 2 მარტს სეპარატისტების ე.წ. "სადელიმიტაციო კომისიამ" წარადგინა გეგმა, რომელიც ახლა ე.წ. პრეზიდენტის, გაგლოევის ხელმოწერას ელოდება. 

საუბარია  208 კვადრატულ კილომეტრზე. ქაცარავა ამბობს, რომ გეგმის მიხედვით ტერიტორიებს -  მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ზემო იმერეთის, ზემო რაჭის რეგიონები დაკარგავს.

"ანტისაოკუპაციო მოძრაობაში" ამბობენ, რომ გეგმასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენეს შესაბამისის სტრუქტურებიც.

"გეგმა გულისხმობს ოკუპაციის ახალ ეტაპს, რომელიც ეხება იმ ტერიტორიებს, რომლებიც 2008 წლის შედეგად არ იყო დაკარგული, ეს გახლავთ ჯამში 208 კვადრატული კილომეტრი. საჯაროც კი იყო სეპარატისტულ მასმედიაში, როდესაც 2 მარტს ე.წ. სადელიმიტაციო კომისიამ შეიტანა რატიფიცირებაზე ეს პროექტი. ახლა ელოდება გაგლოევის, ე.წ. პრეზიდენტის ხელმოწერას და რატიფიცირებას", - ამბობს ქაცარავა. 

მოძრაობა ამბობს, რომ გეგმაზე საუბარი წელიწად-ნახევარია მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი