ფილიპინებში სამგზავრო ბორანზე ხანძარმა სულ მცირე 10 ადამიანი იმსხვერპლა, 7 კი ამ დრომდე დაკარგულია

გამოქვეყნდა:

ფილიპინების სამხრეთში ღამით სამგზავრო ბორანს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე შვიდი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

როგორც NYT წერს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა გემიდან ხუთშაბათის დილის მდგომარეობით, გადაარჩინეს 233 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 35 წევრი. 

ფილიპინების სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ გემი ზღვაში იყო სამხრეთ კუნძულის პროვინცია ბასილანის მახლობლად, როდესაც ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

ამასთან, გაურკვეველია, ზუსტად რამდენი ადამიანი გადაჰყავდა გემს "Lady Mary Joy 3", როდესაც მას ცეცხლი გაუჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი