ბახმუტში 6 000 "ვაგნერელი" და 20 000-30 000 ახალწვეული იბრძვის - ამერიკელი გენერალი 

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლაში ჩართულია კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერის დაჯგუფების" (PMC) დაახლოებით 6 000 დაქირავებული მებრძოლი და კიდევ 20 000-30 000 წვევამდელი. ამის შესახებ ამერიკელი გენერალი მარკ მილი CNN-თან ინტერვიუში საუბრობს. 

"ისინი საბრძოლო ოპერაციებს ატარებენ ახლა ძირითადად ბახმუტში. ეს არის დაახლოებით 6 000 დაქირავებული და შესაძლოა კიდევ 20 000 ან 30 000 რეკრუტი, რომელთაგან ბევრი ბრძოლის ველზე ციხეებიდან წავიდა. მათ აქვთ უზარმაზარი მსხვერპლი ბახმუტის რაიონში;",- ამბობს ამერიკელი გენერალი. 

შეგახსენებთ, რომ Wagner PMC-ის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შემდეგ 5 000-ზე მეტი "ვაგნერელი" შეიწყალა და გაათავისუფლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი