"1993 წელს სკოლაში ვსწავლობდი, თუ ნახატის ბედი გაინტერესებს, კითხვები ზურა აბაშიძეს დაუსვი" - სამადაშვილის პასუხი წულუკიანს 

გამოქვეყნდა:

პარლამენტში პარტია "ლელო-საქართველოსთვის" ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განცხადება გააკეთა და უპასუხა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრალდებას ნახატის დაკარგვასთან დაკავშირებით. 

საუბარია პარლამენტში თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ სალომე სამადაშვილი პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებულ საელჩოში დაკარგულ ნახატზე, რომლის ავტორიცაა ე.კალანდაძე.

სამადაშვილი ამბობს, რომ იმ პერიოდში რა დროზეც წულუკიანი აპელირებს, ის სკოლის მოსწავლე იყო და შესაბამისად არც ელჩის თანამდებობას იკავებდა. 

"პასუხი მოვიდა 6 თვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც გამეორებით მოვთხოვე ინფორმაცია. წერილიდან ვადგენთ, რომ ნახატი, რომელზეც არის საუბარი გადაეცა ბელგიაში საქართველოს საელჩოს 1993 წელს. და მე ვაცნობე სამინისტროს წლების შემდეგ, ჩემი ელჩობის პერიოდში, რომ აღნიშნულ ნახატს რომელსაც ჰქვია, რომ არის კალანდაძის ნამუშევარი, არ აქვს ავტორის ხელმოწერა და ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე სამინსტრო. 

მე არ ვიცი წულუკიანს რა ინფორმაცია ჰქონდა 1993 წელს მე პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი აქ და ელჩი ბრიუსელში იყო მათი წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში, ზურა აბაშიძე. ამიტომ ამ ნახატის ბედი თუ აინტერესებს, ვურჩევ, დაუკავშირდეს ზურა აბაშიძეს და ჰკითხოს 1993 წლიდან 2000 წლამდე როდესაც ჩაიტანა ეს ნახატები რა დატოვა საელჩოში, რა იქნა აყვანილი ბალანსზე",- თქვა სამადაშვილმა. 

სალომე სამადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რა რესურსებიც უნდა დახარჯოს წულუკიანმა მის წინააღმდეგ ვერანაირ მიზეზს ვერ იპოვის. სამადაშვილმა წულუკიანს შეახსენა, რომ კულტურის მინისტრი სასამართლოს მიერ უკვე არის დამნაშავედ ცნობილი თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლების გამო, რის გამოც ჯარიმების გასტუმრება საქართველოს ბიუჯეტს ასობით ათასი ლარი უჯდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი