
შეერთებულ შტატებში, კენტუკის შტატში სამხედრო არმიის ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია BBC ავრცელებს.
ადგილობრივი ახალი ამბების ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:35 საათზე მოხდა (01:35 GMT) და სავარაუდოდ, ცხრა ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა ფორტ კემპბელის სამხედრო ბაზის სიახლოვეს მოხდა. BBC-თვის მიცემულ განცხადებაში, ფორტ კემპბელის სპიკერმა განაცხადა, რომ ორი ვერტმფრენი ჩამოვარდა "ჩვეულებრივი სასწავლო მისიის დროს, ეკიპაჟის წევრების სტატუსი ამ დროისთვის უცნობია“, - თქვა მან.
ბაზაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.