ბაჩალიაშვილის კომპიუტერი გახსნილია - ადვოკატს კომპიუტერი დალუქული არ დახვდა

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერი დალუქული არ დახვდა. ადვოკატი ყვება, რომ საუბარი შეეხო იმასაც, "თუ რატომ მოხდა და რატომ მეუბნებოდნენ, რომ არ გახსნიდნენ".  
23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატი, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის პროცედურას, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში, რამდენიმე საათი ესწრებოდა. 
 

ამოღებულია თუ არა პროგრამისტის კომპიუტერიდან რაიმე სახის ინფორმაცია, ექსპერტიზის ბიუროსა და გამოძიების მიერ, ადვოკატი ჯერ ვერ აკონკრეტებს. 

"იყო საუბარი, რომ კომპიუტერი უნდა ყოფილიყო დალუქული, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პერსონალური კომპიუტერი წაიღეს 19 ივლისს, როდესაც უკვე განცხადებით მიმართეს პოლიციას და აქ შემოტანილი იყო 22-ში,  ეს უკვე გახსნილი იყო.  მე ჩავერთე 22-ში -  ჩემი ორდერი ქონდათ პოლიციაში და მე მათ ვუთხარი, რომ აღნიშნული კომპიუტერის გახსნა არ მოეხდინათ, გახსნა მომხდარიყო ჩემი თანდასწრებით და მერე მომხდარიყო ყველა იმ პროცედურის ჩატარება, რომ დარმწუნებული ვყოფილიყავი, რომ რამე კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო. 
დღესაც ბოლომდე არ ვარ დარმუწნებული, მაინც, ხომ არ მოხდა წინასწარ შესვლა ან ამდაგვარი ქმედება. ბოლომდე რომ დავრწმუნდები, მერე უფრო მშვიდად ვიტყვი ამაზე"
- ამბობს მიხეილ რამიშვილი ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ.

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ამჟამად კომპიუტერში არსებული ინფორმაციის კოპირება მიმდინარეობს, რასაც სავარაუდოდ რამდენიმე საათი დასჭირდება.

რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის გაუქმებულ Facebook გვერდს,  მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები ამ ფაქტსაც სწავლობენ, ამ ეტაპზე კი რაიმე მოსაზრების გამოთქმისაგან, ადვოკატი თავს იკავებს.

მიხეილ რამიშვილი კომპიუტერი გახსნის პროცედურაზე დასწრებას ექსპერტიზამდე ითხოვდა. განცხადება ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში 28 ივლისს, გადაცემა "დღის სტუმარში" გააკეთა:

"კომპუტერი არ გაიხსნება ჩემი თანდასწრების გარეშე, მე იქ ვიქნები ჩემს წარმომადგენელთან ერთად; თუ ჩემი თანდასწრების გარეშე გახსნილი აღმოჩნდება კომპიუტერი - ეს დადასტურდება. სხვა შემთხვევაში, ჩავატარებ ყველანაირ ექსპერტიზას, იმისთვის, რომ დამატებითი კითხვები არ გამიჩნდეს. თუ ეს კომპიუტერი გაიხსნება, გასაჯაროვდება მხოლოდ ის, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიებას და მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც ნათელს მოფენს ამ საცოდავი გოგოს გარდაცვალებას" თქვა რამიშვილმა

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი