ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთში The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი დააკავეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში The Wall Street Journal-ის ამერიკული გამოცემის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჟურნალისტი ეკატერინბურგში დააკავეს. 

როგორც გამოცემა წერს, ФСБ-ის განცხადების მიხედვით, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. რუსეთის სპეცსამსახურის განცხადებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით ("ჯაშუშობა"). 

ФСБ ამტკიცებს, რომ გერშკოვიჩი, შეერთებული შტატების მითითებით, "აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს შესახებ, რაც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას“.

არსებული ინფორმაციით, ამერიკელი ჟურნალისტი ამზადებდა მასალას კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის დაჯგუფების" შესახებ.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი