სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ახალი ელჩის კანდიდატურის მოსმენა გაიმართება. ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატად რობინ დანიგენი წარადგინა.
დანიგენი ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მანამდე კი მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. პროტოკოლის მიხედვით, მოსმენების დასრულების შემდეგ ახალი ელჩი ამერიკის სენატმა უნდა დაამტკიცოს.