რუსეთმა უნგრეთი არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უნგრეთი არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანა საერთაშორისო სანქციებთან მიერთების გამო. თუმცა,  როგორც რუსეთის ელჩი უნგრეთში,  ევგენი სტანისლავოვი ამბობს, "დიალოგის არხები ღია რჩება".

მისი თქმით, უნგრეთის პოლიტიკა ეფუძნება საკუთარი ინტერესების დაცვის სურვილს. ამავდროულად, "ქვეყანა განიცდის უკრაინის კრიზისის გამო, ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციების უარყოფით შედეგებს."

"მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: უნგრეთმა ხელი მოაწერა ბრიუსელის ყველა ანტირუსულ სანქციას და იძულებულია მკაცრად შეასრულოს ისინი. სწორედ ამიტომაა კლასიფიცირებული, როგორც რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყანა" აცხადებს ელჩი და "საპასუხო ზომებს" აანონსებს.

მისივე თქმით, სანქციები სულ უფრო უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის ყველა სფეროზე, მათ შორის ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, კულტურასა და ადამიანურ ურთიერთობებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი