იაპონია უკრაინას რეკონსტრუქციისთვის $400 მილიონს გადასცემს

გამოქვეყნდა:

უკრაინა და იაპონია შეთანხმდნენ 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საგრანტო ხელშეკრულებაზე, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე. ამის შესახებ უკრაინის თემის, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

ამ თანხებით უკრაინის მთავრობა რეკონსტრუქციისთვის საჭირო ტექნიკისა და სერვისების შეძენას გეგმავს.

შესაბამის დოკუმენტებს ხელი მოაწერეს რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე კუბრაკოვმა და თემის, ტერიტორიების და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა და იაპონიის ელჩმა უკრაინაში მაცუდა კუნინორიმ.

ცნობისთვის, 2023 წლის დასაწყისში უკრაინა და იაპონია შეთანხმდნენ 650 მილიონ დოლარზე მეტის გამოყოფაზე უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის საჭიროებებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი