მდინარაძე ადასტურებს, რომ პარტაქტივთან შეხვედრებზე რუსულ კანონსაც განიხილავენ

გამოქვეყნდა:

მმართველი გუნდი ადასტურებს, რომ რეგიონებში საკუთარ პარტ აქტივთან შეხვედრებზე რუსულ კანონსაც განიხილავს. როგორც მამუკა მდინარაძემ ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პარტიულ კონფერენციაზე ამ თემაზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ იმუშავა „ფეიკ“ კამპანიამ აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის წინააღმდეგ.

„რუსულ კანონსაც ეხება, მიმდინარე თემებსაც ეხება, ოღონდ პროცენტულად რომ წარმოიდგინოთ, 2-3% შეიძლება ვილაპარაკეთ ამ „რუსულ კანონზე“, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ მიერ მონათლული რუსული კანონი, სინამდვილეში სულ არ არის რუსული და როგორი „ფეიკი“ დაალაგეთ თქვენ, ამაზე ველაპარაკებით.საათანხევრიდან, შეიძლება, 5 წუთის განმავლობაში. 

უამრავი სხვა თემაა და ეს არ არის ერთ-ერთი მიმდინარე საკითხი, ე.წ. „ფეიკ“ კამპანია, რომელსაც ალაგებს „ნაცმოძრაობა“ და მისი დამკვეთები, პატრონები, რიგ შემთხვევაში, გლობალური ომის პარტიის სხვა წარმომადგენლები და აქედან გამომდინარე, ამ თემასაც ვეხებით. ამიტომ, ნუ განიხილავთ პარტიულ კონფერენციებს ისე, რომ „ფეიკ“ კამპანიებს ეძღვნება ის. რაღაც ნაწილში, როდესაც საერთო თემებსა და გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ამ თემასაც, მათ შორის, ვეხებით“,- განაცხადა მდინარაძემ.

უკვე მესამე დღეა ქართული ოცნება რეგიონებში შეხვედრებს მართავს საკუთარ მხარდამჭერებსა და პარტაქტივთან.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი