იოსელიანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის წევრების ვიზიტი დღესაა დაგეგმილი

გამოქვეყნდა:

ლევან იოსელიანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები დღეს შევლენ და მისი მხრიდან ამ პროცესს არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს.

"ჩემი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა ამ პროცესს არ ექმნება და ვერ შეექმნება, რადგან კონსილიუმი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა სიხშირით და როდის შევა. ფორმალური ნაწილი, რაც დაკავშირებულია ჩემი მხრიდან საბუთებთან, დიდი ხანია მოგვარებულია, ხელმოწერილია რწმუნებები. 

რაც შეეხება, როდის შევლენ, ჩემი ინფორმაციით, ვიზიტი დაგეგმილია დღეს, ისინი თავადვე თავს იკავებენ დეტალებზე საუბრისგან და მეც არ ვისაუბრებ, მაგრამ უახლოეს დღეებში ეს ვიზიტი შედგება“, – განაცხადა იოსელიანმა. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი