ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ესროლეს

გამოქვეყნდა:

გუშინ, 28 ივლისს წყნეთის გზატკეცილზე, კაკლების დასახლებასთან ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. იგი სროლის მომენტში საკუთარ მანქანაში იჯდა. ლერი სულაბერიძისთვის უცნობია თავდამსხმის მოტივი და დამნაშავის  ვინაობა. ის გუშინვე რამდენიმე საათის განმავლობაში გამომძიებლების კითხვებს პასუხობდა. სულაბერიძე ვარაუდობს, რომ მას მანქანიდან ესროლეს.

ცნობილია, რომ სულაბერიძე უკვე რამდენიმე წელია სასამართლოში საფეხბურთო კლუბ "თბილისის დინამოს" გამო დავობს და სასამართლო პროცესები ორ ინსტანციაში უკვე მოიგო. უკავშირდება თუ არა თავდასხმა ამ დავას, უცნობია.

მომხდარზე  გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარების მუხლებით არის დაწყებული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი