"ტექნიკური შეცდომა იყო"..."ყველაფერი ჩემს შვილზეა" - სამტრედიისა და წყალტუბოს მერები დარღვევებით შევსებულ დეკლარაციებზე

გამოქვეყნდა:

იმერეთის რეგიონში საჯარო მოხელეები ქონებისა და შპს-ს წილების დამალვასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო. 

"მთავარი არხის" კითხვაზე - "სამტრედიაში ფლობთ რამდენიმე მიწის ნაკვეთს, რატომ არ არის მითითებული?" - სამტრედიის მერი ამბობს: "ტექნიკური შეცდომის გამო მოხდა ეს და გასწორებულია. ცდომილება იყო წინა წლის იმასთან, რეალურად ტექნიკური შეცდომა იყო. ქონებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა".

წყალტუბოს მერი კი თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობასთან დაკავშირებით, ამბობს: "არაფერი, მინდობილობით არის ყველაფერი ჩემს შვილზე". 

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლა, საიდანაც 46-ში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა.

საერთაშორისო გამჭირვალობაში ამბობენ, რომ დარღვევებთან დაკავშირებით, საჯარო სამსახურის ბიუროს გამოსაკვლევად მიმართავენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი