"მიდის ჩემი შვილის გაშავების პროცესი" - ლაზარე გრიგორიადისის მამა

გამოქვეყნდა:

მარტის აქციის დაკავებული მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მამა ფეისბუქზე სტატუსს ავრცელებს და წერს, რომ მიმდინარეობს მისი შვილის გაშავების პროცესი,  თითქოს მამასთან კონფლიქტი და ცუდი ურთიერთობა აქვს. 

"ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია. გამარჯობათ მეგობრებო, დადის ჭორი და მიდის ჩემს შვილს ლაზარე გრიგორიადისის გაშავების პროცესი,  თითქოსდა მე და ჩემს შვილს გვაქვს კონფლიქტი და არ გვაქვს კარგი ურთიერთობები, სანამ ვინმეს შვილს რამეში დაადანაშაულებთ გირჩევთ გაარკვიოთ და მერე წერეთ და იკითხეთ, და საერთოდ იქნებ მე ვარ უარგისი მამა.... რატომ უფუჭებთ ბავშვს მომავალს, რატომ ტლიკინებთ იქ სადაც არ გეხებათ,  ლაზარე არის ახალი თაობის წარმომადგენელი და ის ფიქრობს თავისებურად, მე ვაფასებ ყველა ახალგაზრდა ადამიანის უფლებებს და სოცმხედველობას,  მინდა შევახსენო მთავრობას ნუ გადაიმტერებთ ახალგაზრდა თაობას. ჩემი მოთხოვნაა, (თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს)" წერს ბექა გრიგორიადისი.

 შეგახსენებთ, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი შსს-მ გუშინ დააკავა. მას  პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს მტკიცებით, დაკავებულმა 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა.

დაკავებული ახალგაზრდის მიმართ ცილისმწამებლური და ბინძური კამპანია ააგორეს პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა, რომლებიც ამტკიცებენ რომ გრიგორიადისი მამაზე ძალადობისთვისაა ნასამართლევი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი