"თქვენ არ შეგიძლიათ მორალურად ნეიტრალური იყოთ ბოროტების მიმართ" - ზელენსკი ავსტრიის პარლამენტს

გამოქვეყნდა:

"თქვენ არ შეგიძლიათ მორალურად ნეიტრალური იყოთ ბოროტების მიმართ" , - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ავსტრიის პარლამენტისთვის ვიდეომიმართვისას.

სიტყვით გამოსვლისას  ზელენსკიმ ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი ვოლფგანგ სობოტკა და სხვა პარლამენტარები უკრაინაში მიიწვია, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ თუ რა მოუტანა რუსეთის ომმა უკრაინას.

"ამის დანახვა ნიშნავს ჩვენი ხალხის გაგებას. იმის გაგება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდუალური ხმა საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის მხარდასაჭერად, როდესაც ეს საკითხები განიხილება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ევროპარლამენტში ან სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე..ჩვენ უნდა გვესმოდეს ბოროტების მიმართ მორალურად ნეიტრალური არყოფნის მნიშვნელობა. ეს არ ეხება გეოპოლიტიკას... თუმცა, ჩვენ ყოველთვის უნდა დავრჩეთ ადამიანებად და გადავარჩინოთ კაცობრიობა", - თქვა ზელენსკიმ 

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ავსტრიას უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ასევე ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერისთვის. 

ავსტრია როგორც ნეიტრალური ქვეყანა, უკრაინას იარაღის არ აწვდის, თუმცა სხვა სახის დახმარებას უწევს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი