ცრუ დასმენას მოჰყვა სტრესი, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის გაუარესება - სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულმა 63 წლის კაცმა, გონება წინასწარი მოთავსების იზოლატორში, ბრალის წარდგენამდე დაკარგა. მისი ადვოკატის განცხადებით კაცი  ოქროს მოწმის ცრუ დასმენის მსხვერპლია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც აქედან გამომდინარე დამძიმდა. 

კაცი იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის გამოც მისთვის ბრალის წარდგენა ვერ მოხერხდა.

"ვინაიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ძალიან გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, დროებითი მოთავსების იზოლატორმა ჩათვალა საჭოროდ  გამოეძახა სასწრაფო  სამედიცინო დახმარება და ექიმებმა გადმოიყვანეს ის სტაციონარში. ამჟამად უტარდება კვლევები. რაც შესახებ ბრალს წარდგენას, გამოძიებას აქვს ვადა, რომ შესაბამისი საპროცესო ვადა განახორციელოს. სტრესიდან გამომდინარე, რაც მოჰყვა ოქროს მოწმის მხრიდან ცრუ დასმენას, ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, გუშინაც, დღესაც და სწორედ ამან გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება" - ამბობს ადვოკატი 

ექიმს შეფასებით, ბრალდებულის მდგომარეობა ამჟამად შედარებით გაუმჯობესებულია- "მწვავე იშემია არ ფიქსირება, თუმცა ეს არ გამორიცხავს გული პათოლოგიას, განმეორებით ჩატარდება ისევ კარდიოგრაფიული კვლევა და სისხლის ანალიზები" - ამბობს ექიმი   

შეგახსენებთ,  63 წლის კაცი 15 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან. მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს. თავად ბრალდებული დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს. 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი