დეტალების გაჟღერება სტრასბურგის პრაქტიკის დარღვევაა - ჩალაძის პასუხი კობახიძეს, სარჩელზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე ირაკლი კობახიძეს სიცრუესა და მანიპულაციის მცდელობაში ადანაშაულებს. საქმე ეხება "ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს სარჩელი სტრასბურგში განგებ არ შეაქვთ.

"ბატონმა კობახიძემ იცის რა შედეგი შეიძლება დადგეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რადგან კარგად იცის საქართველოს სასამართლო სისტემების პოლიტიზების თემა რამდენად აღიარებულია. მან კარგად იცის ის დარღვევები, რაც ამ საქმეში არსებობს. ახლა ცდილობენ იგივე პროპაგანდით, რაც მოყვა ნორვეგიის მიერ გადაცემული ჯილდოს მიერ აგრესიას, ზუსტად ის ინსტრუმენტალიზაცია მოახდინონ სტრასბურგის. მინდა ვუთხრა, რომ კრახით დასრულდება  ყველა მათი მცდელობა, არავითარი განცხადების გაკეთება მხარის მიერ არ მოხდება, დეტალების გაჟღერება, რადგან ეს არის პირდაპირ სტრასბურგის პრაქტიკის დარღვევა და ეს არის მხარის მიერ წინასწარ საკუთარი საქმის დაზიანება" - ამბობს ჩალაძე.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა და დაცვის მხარემ "ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის შეტანა, იციან, რომ დარჩებიან წაგებულები"
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი