
პოლიციელს, რომელმაც ავტომობილით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის დროს 16 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ლადო ფრიდონაშვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
მას ბრალი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით წაუყენეს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7დ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 26 ივლისს, გვიან ღამით დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირში მოხდა. არასრულწლოვანს "მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის გადაკვეთის დროს დაეჯახა. ტრაგედიას ბავშვის დედაც შეესწრო, რომელიც შვილს გზის მეორე მხარეს ელოდებოდა.