მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა კიდევ 2 თვით გაახანგრძლივა

გამოქვეყნდა:

მოლდოვის პარლამენტმა 30 მარტს გამართულ სხდომაზე  ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარი დაუჭირა და კიდევ 2 თვით გაახანგრძლივა. შემდეგი 60-დღიანი ათვლა 5 აპრილს დაიწყება, როდესაც ქვეყანაში წინა საგანგებო მდგომარეობის ვადა ამოიწურება.

პრემიერმინისტრმა დორინ რეჩანმა ახსნა ასეთი სამართლებრივი რეჟიმის აუცილებლობა და აღნიშნა, რომ უკრაინის ომის გამო, მოლდოვასაც რეალური ფიზიკური საფრთხე ემუქრება - კერძოდ, რუსული რაკეტების გამო. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი