"ქართული ოცნების" ხელისუფლებას შურისძიების გეგმა სისრულეში მოჰყავს. რეპრესიების ახალი ტალღა დაწყებულია. სამიზნეში არიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც თავიანთი შეუპოვრობითა და მასშტაბური პროტესტით მმართველი გუნდი აიძულეს, რუსული კანონის აღსრულებაზე უარი ეთქვა.
დაკავებულია ლაზარე გრიგორიადისი - ძალოვანი უწყება მას პოლიციაზე თავდასხმასა და სხვისი ქონების დაწვას ედავება. დაკავების პარალელურად, ხელისუფლებამ 21 წლის ახალგაზრდის წინააღმდეგ ცილისწამებლური და ბინძური კამპანიაც დაიწყო და საჯაროდ დაადანაშაულა გრიგორიადისი ოჯახურ ძალადობაში, რასაც ახალგაზრდის მამის უარყოფა მოყვა. პარალელურად მიმდინარეობს სხვა დემონსტრანტების სასამართლო პროცესები, რომელბსაც ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.