იოსელიანი არ პასუხობს შეკითხვას, არის თუ არა ნიკა გვარამია პოლიტპატიმარი

გამოქვეყნდა:

"მე დღეს კანონი აღარ მაძლევს საშუალებას, რომ რაღაც პოლიტიკური პრეფერენციები მოვახდინო ვინმეს მიმართ" - სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი არ პასუხობს შეკითხვას, არის თუ არა ნიკა გვარამია პოლიტპატიმარი. TV პირველის ეთერში მან თქვა მხოლოდ ის, რომ ამ საკითხზე პოლიტიკაში ყოფნის დროს საუბრობდა, სახალხო დამცველის პოსტზე დანიშვნის შემდეგ კი "ამ კითხვას პრინციპულად არ გასცემს პასუხს".

მე როცა პოლიტიკაში ვიყავი, ვაკეთებდი პოლიტიკურ შეფასებებს. როგორც სახალხო დამცველი, ამ კითხვაზე პრინციპულად არ გავცემ პასუხს...  

ჩემი შეხედულებები მათთან [ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი] დაკავშირებით იმ ნაწილში რაც იყო როცა პოლიტიკაში ვიყავი, რჩება იგივე. ერთთან დაკავშირებითაც და მეორესთან დაკავშირებითაც მე ჩემი პოზიცია მაქ დაფიქსირებული პოლიტიკაში ყოფნის დროს. მე დღეს კანონი აღარ მაძლევს საშუალებას, რომ რაღაც პოლიტიკური პრეფერენციები მოვახდინო ვინმეს მიმართ. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული დასკვნა, რაც არის ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული, სადაც მათ შორის ამ საკითხზე არის საუბარი, მე საჯაროდ ვთქვი, რომ ამ დასკვნას არ ემუქრება არანაირი საფრთხე. ნიკა გვარამიას ჰქონდა კითხვა, რომ იქნება თუ არა ეს დასკვნა გაგზავნილი მის საქმესთან ერთად, როცა ის გაასაჩივრეს სტრასბურგში, რაზეც დავუდასტურე, რომ არ ექნება პირადად ჩემი მხრიდან არანაირი შეფერხება. ამის იქით, რომელიმე ადამიანის პოლიტიკურ პატიმრობაზე ან არაპოლიტიკურ პატიმრობაზე როგორც სახალხო დამცველი მე არ ვისაუბრებ...

ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით წინა სახალხო დამცველს აქვს თავისი დასკვნა ჩამოყალიბებული და გამოხატული. ამ ნაწილში არის მსჯელობა განვითარებული და პოზიცია არის გადმოცემული და მე ამ დასკვნას ვიღებ, ამ დასკვნას ვეთანხმები და ამ დასკვნას ნიკა გვარამიას საქმესთან ერთად დავურთავ... - თქვა იოსელიანმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აპირებს ნიკა გვარამიას მონახულებას რუსთავის ციხეში, იოსელიანი პასუხობს: "ეს არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ არანაირი პრობლემა არ მაქვს. მე ნიკას დიდი ხანია ვიცნობ, კარგად ვიცნობ და მან იცის, რომ თუ მას ექნება ამის სურვილი, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ ის მოვინახულო და ისედაც არ გამოვრიცხავ, რომ მოვინახულო". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი