საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით29 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებულთაგან 5-ის წყარო გაჩიანის დასახლებაა, 4 შემთხვევა შემოტანილია, ერთი ინფიცირებულის კონტაქტების მოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 155 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 929;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 16;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 489;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 337,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

25 ივლისს, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 16 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი