
"რუსეთი, სასურსათო დახმარების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეისგან საბრძოლო მასალის შეძენას ცდილობს" - ამის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ჩრდილოეთ კორეა გააგრძელებს რუსეთის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ ომში... ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთი აპირებს გაგზავნოს დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში და შესთავაზოს საკვების ვაჭრობა საბრძოლო მასალისთვის" - თქვა მან.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ასეთი შეთანხმება ეწინააღმდეგება ორივე ქვეყნის საერთაშორისო სანქციებს.
გარდა ამისა, კირბიმ თქვა, რომ რუსეთის მცდელობები ჩრდილოეთ კორეასთან შემდგომი თანამშრომლობის მოლაპარაკებების შესახებ არ წყდება. მისი თქმით აშშ გააგრძელებს "სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს".