"ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სიკვდილთან თამაში გადავაფიქრებინოთ" | ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სიკვდილთან თამაში გადავაფიქრებინოთ" - თქვა "იმედის" ეთერში "ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ. ის ამტკიცებს, რომ არ სრულდება ის დანიშნულება, რა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას სჭირდება.

"როდესაც პაციენტთან პატარა გაუმჯობესება გვაქვს, ყველას გვიხარია - ჩვენც და პაციენტსაც. თითოეული შენარჩუნებული გრამიც რომ იყოს ნამატი, ამის თქმაც გვეშინია, რადგან ეს აღიქმება საშინლად მძიმედ და აღარ ვიცით, რა გაგვიხარდება - კარგად ყოფნა თუ ცუდად ყოფნა. ისეთი დილემის წინაშე დავდექით მთელი კოლექტივი, რომ ასეთ მოცემულობასთან  საქმე არასდროს გვქონია" - თქვა ნადირაძემ.

გარდა ამისა, მისიევე თქმით, მკურნალობის ის სქემა, რომელსაც მას "ვივა მედი" სთავაზობს მისი მხრიდან უგულებელყოფილია. 

"არცერთი მისი ახლობელი, მეგობარი, ადვოკატი თუ ოჯახის წევრი არ გვიდგას გვერდით, რომ წაგვეხმარონ და უთხრან, რომ ასე ჯობია. პირიქით, ყველა ჩვენი რეკომენდაცია უკუღმა აღიქმება. მკურნალობის ის სქემა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, მისი მხრიდან უგულებელყოფილია" - თქვა მან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი