მედიის ცნობით, ლავროვი თურქეთში ვიზიტს გეგმავს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქეთს 6-7 აპრილს ეწვევა, - ამის შესახებ CNN Türk თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ლავროვის ვიზიტის დროს განიხილება სავაჭრო, ენერგეტიკა და ორმხრივი ურთიერთობები. გარდა ამისა, განიხილება უკრაინის ომი და ყარაბაღის საკითხი" - წერს გამოცემა.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ერდოღანის თქმით, პუტინი შესაძლოა თურქეთს აპრილში ეწვიოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი