"აუცილებლად ჩამოვლენ პოლონელი ექიმები, ჭიანურდება იმიტომ, რომ "ოცნება" არის გადამგდები" - ჩალაძე 

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა - მესამე პრეზიდენტის ოჯახიც და უფლებადამცველებიც თანხმდებიან, რომ ახლა დრო ყველაზე გადამწყვეტია და სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილთან ომბუდსმენის სამედიცინო კონსილიუმის დაუყოვნებლივ შესვლას ითხოვენ.

პარალელურად ისევ ელოდება პოლონური მხარე "ქართული ოცნების" ხელისუფლების ოფიციალურ თანხმობას სააკაშვილთან ვიზიტისთვის.

მესამე პრეზიდენტის გარემოცვა დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს, რათა პოლონელ ექიმებს მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება არ მიეცეთ.

"მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის ექიმებმა, მაღალი სანდოობისა და კვალიფიკაციის ნეიტრალურმა ჯგუფმა შეძლოს და დროულად შევიდეს. ცოცხლად მიუსწროს მიხეილ სააკაშვილს. მივიღოთ ნეიტრალური და სანდო დასკვნა და ამით განვსაზღვრავთ შემდეგ მოქმედების გეგმას.

როგორც შარლ მიშელი შეთანხმება დაგვახია თავზე "ქართულმა ოცნებამ", როგორც გადააგდო შარლ მიშელი, ევროპა და ჩვენი ევროპული მომავალი, ზუსტად იგივე ბედი ეწია ევროკავშირის სპეციალურ სამედიცინო მისიას, პოლონეთის ინიციატივით შექმნილს... აუცილებლად ჩამოვლენ ეს ადამიანები და ჭიანურდება იმიტომ, რომ "ოცნება" არის გადამგდები",- ამბობს გიორგი ჩალაძე, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი. 

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ  მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის წევრები გუშინ უნდა შესულიყვნენ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი