"ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ გასულ ღამეს მტრის 9 ირანული დრონი ჩამოაგდო" - უკრაინის გენშტაბი 

გამოქვეყნდა:

რუსულმა ძალებმა 30-31 მარტის ღამეს უკრაინაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს და შაჰიდის ტიპის 10 უპილოტო თვითმფრინავი ესროლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ცხრა მათგანი ჩამოაგდეს. 

"მტერმა ავიაიერიშების განსახორციელებლად, გამოიყენა 10 "შაჰიდ-136" შემტევი თვითმფრინავი, მათგან ცხრა გაანადგურეს ჩვენმა დამცველებმა“,- ნათქვამია განცხადებაში. 

გარდა ამისა, გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ღამით ცხრა სარაკეტო შეტევა განახორციელეს ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემების გამოყენებით.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი