ვალდებული ვართ გამოვნახოთ საერთო ენა, რომ 30 მაჟორიტარის ადგილი 30 ვერცხლად არ გადაიქცეს - ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია თბილისის  ორ ოლქსა და რეგიონებში მაჟორიტარების წარდგენისთვის ემზადება. თუმცა ჯერ ისევ უცნობია, ეყოლებათ ერთიანი კანდიდატები თუ არა. "ნაციონალურ მოძრაობას" რეგიონებში საკუთარი კანდიდატების წარდგენა სურს, "ევროპული საქართველო" კი ოპოზიციურ პარტიებს მაჟორიტარ კანდიდატებზე შესაჯერებლად კონსულტაციების განახლებისკენ მოუწოდებს.

დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ ვაპირებთ საკუთარი კანდიდატები გვყავდეს ყველგან და ამ გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას, როდესაც საბოლოოდ ჩამოყალიბდება ეს სია, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ვალდებულია საერთო ენა და კონსესუსი გამონახოს. 

ვალდებული ვართ გამოვნახოთ საერთო ენა, თანხმობა და კონსესუსი, რომ 30 მაჟორიტარის ადგილი არ გადაიქცეს ქვეყნისთვის 30 ვერცხლად, 30 ოლიგარქად. კანდიდატები გვყავს ბევრი ცენტრშიც და ადგილებზე, რეგიონალური ლიდერების სახით, ახალგაზრდები, პრინციპული და მებრძოლი, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში დავაყენებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა ეს იყოს შეთანხმებული, - აცხადებს ნათელაშვილი. 

"რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ მალე გახდება ცნობილი, მათი პარტია ცალკე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თუ ბლოკში სხვა პარტიებთან ერთად. 

შეგახსენებთ, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად, 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პრინციპით, ნახევრად პროპორციული წესით ჩატარდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი