სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერმინისტრები ბუჩას დეოკუპაციასთან დაკავშირებით, უკრაინაში ჩავიდნენ 

გამოქვეყნდა:

სლოვაკეთის მთავრობის მეთაური ედუარდ გეგერი, სლოვენიის პრემიერ მინისტრი რობერტ გოლობი და ხორვატიის პრემიერ მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდნენ.

სამი ევროპული ქვეყნის მეთაური კიევის ოლქის ქალაქ ბუჩას განთავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ სპეციალურ სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას. 

სლოვაკური გამოცემა Aktuality წერს, რომ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ იაროსლავ ნადთან ერთად ჩავიდა. ისინი კიევში ღამის მატარებლით პოლონეთიდან ჩავიდნენ.

ოფიციალურ სამუშაო ვიზიტზე კომენტარი გააკეთა სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა.

"ჩვენ გვინდა უკრაინას დავუდასტუროთ ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა რუსული სამხედრო აგრესიის რთულ პერიოდში სლოვენიის ყოვლისმომცველი დახმარების ფონზე. ჩვენ ასევე გვინდა დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნა გოლობმა. 

ამასთან, ხორვატიის მთავრობამ რუსეთის ოკუპაციისგან ბუჩას გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით სამიტში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობაზე გაავრცელა ინფორმაცია. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი