რაც არ უნდა ეცადოთ, დამემუქროთ იმპიჩმენტით, მიჩივლოთ საკონსტიტუციოში, დამიწუნოთ ქართული, მაინც ვერ შემცვლით - ზურაბიშვილი ოცნებას

გამოქვეყნდა:

"შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად და ალბათ საჭიროა, რომ მართლა შეგახსენოთ. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნულ-დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს უმაღლესი თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. ასე, რომ რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას და ხან რომელს მიმაწებეთ. ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემ ოჯახს და მოკლედ, რა აღარ დამაბრალეთ. მაინც, ვერ შემცვლით ვერც მე და ვერც ჩემს მიზანს. ვერ შემცვალეთ და ესეც იქნება მომავალში. როგორც ამბობენ, საქმემან შენმან წარმოგადგინოთ შენო"

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი