ხერსონის ოლქში ოკუპანტების დადებულ ნაღმზე სამი ადამიანი აფეთქდა

გამოქვეყნდა:

ხერსონის ოლქის სოფელ პოსად-პოკროვსკოეში რუსების მიერ დადებულ ნაღმზე სამი ადამიანი აფეთქდა - ინფორმაცია რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე პროკუდინმა Telegram-ში გაავრცელა. 

"ესენი არიან ჩვენი ენერგეტიკოსები, რომლებიც მუშაობდნენ ელექტრო-ქსელების აღდგენაზე. წინასწარი ინფორმაციით, ორი კაცი დაიღუპა და ერთი დაშავდა", - წერს პროკუდინი.

პროკუდიანის ცნობით, ადგილზე სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟები მუშაობდნენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი