უკრაინელი სპორტსმენები მონაწილეობას არ მიიღებენ შეჯიბრებში, სადაც რუსები და ბელარუსები იქნებიან

გამოქვეყნდა:

უკრაინამ ბოიკოტი გამოუცხადა ყველა სპორტულ შეჯიბრებას, სადაც რუსები და ბელორუსები იქნებიან დაშვებული. ამის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო, ინიციატივა კი ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა წარადგინა.

მიღებული გადაწყვეტილება ყველა კონკურსზე ვრცელდება, მათ შორის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირებზე, ასევე უშუალოდ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე.

მინისტრ ოლეგ ნემჩოვის განცხადებით, ოლიმპიურ თამაშების მიღწევები ახლა უკრაინელი ათლეტების პირველი საფიქრალი არ უნდა იყოს.

"გუშინ მე კიდევ ერთი ჩემი მეგობრის დაკრძალვაზე ვიყავი, რომელმაც საკუთარი ცხოვრების 20 წელი სპორტს მისცა და ხარკოვში მოკვდა. სამი შვილი დატოვა. ის მეორე ომში მოხალისედ წავიდა. სამზარეულოში არ უმსახურია, საბრძოლო ჯგუფებს შეუერთდა. ასე რომ, მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულე სპორტსმენებს, რომლებიც ღელავენ, რომ ოლიმპიადის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და იქ რუსებისა და ბელორუსების დაშვების გამო, უკრაინელები იქ ვერ მიიღებენ მონაწილეობას, შესაბამისად მათი კარიერა წყდება. სამაგიეროდ, თქვენი სიცოცხლე და თქვენი ბავშვები გადარჩებიან", - თქვა ნემჩოვმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ჯერ მთავრობის ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა, ამიტომ უცნობია თუ როგორ იმუშავებს ის. 

გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიადის კომიტეტის რეზოლუციის საპასუხოდ იქნა მიღებული, რომლითაც მათ ოლიმპიადაში, ნეიტრალური სტატუსით, რუსებისა და ბელორუსების შეჯიბრში მონაწილეობას მხარი დაუჭირეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი