
"ქართული ოცნების" დეპუტატი, რიმა ბერაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამო ამომრჩეველს ბოდიშს უხდის. "ტვ პირველთან" ის ამბობს, რომ ზურაბიშვილმა მათი იმედები არ გაამართლა და დაშორდა ხალხს.
"სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას კი არა, ხალხს დაშორდა დღევანდელი მისი გამოსვლიდან და ჩემი რეპლიკები შეეხებოდა იმას, რომ როცა სალომე ზურაბიშვილი იყრიდა კენჭს, მე გახლდით ჩუღურეთის რაიონში შტაბის თავმჯდომარე და ისიც მინდა გითხრათ, რომ თბილისის მასშტაბით ჩემი რაიონი პირველ ადგილზე იყო იმ შედეგებით, რასაც ქვიოდა არჩევნებში გამარჯვება.
ბოდიში მინდა ჩემს ამომრჩეველს მოვუხადო, იმიტომ, რომ მან ჩვენი იმედები არ გაამართლა. მისი ეს გამოსვლა, დღევანდელი გამოსვლა არანაირად არ უწყობდა ხელს... ჩვენ აუცილებლად გავხდებით დიდი ევროპული ოჯახის წევრი და მისი დღევანდელი დამოკიდებულება, მისი დღევანდელი გამოსვლა ამას ხელს არავითარ შემთხვევაში არ უწყობდა", - თქვა დეპუტატმა.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას "ქართული ოცნება" გააკრიტიკა: