ლუკაშენკო ამბობს, რომ "ნატო" ბელარუსში შეჭრას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხალხისა და ეროვნული ასამბლეისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ ნატოს ქვეყნები ბელარუსის ტერიტორიაზე შეჭრისთვის ემზადებიან.

"მიიღეთ ჩემი სიტყვა მხედველობაში, არასდროს მომიტყუებია. ისინი [ნატოს ქვეყნები – რედ.] ემზადებიან ბელორუსის ტერიტორიაზე შეჭრას ჩვენი ქვეყნის გასანადგურებლად",- თქვა მან. 

ბელარუსის  პრეზიდენტმა ეს განცხადება იმით ახსნა, რომ დღეს, მისი აზრით, ნატოს ჯარები დაჩქარებული ტემპით განლაგდებიან აღმოსავლეთის მიმართულებით. მისი შეფასებით, ბლოკის დაჯგუფებას მხოლოდ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჰყავს 21 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. 250 ტანკი, თითქმის 500 ჯავშანმანქანა, დაახლოებით 150 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. "და ისინი დემონსტრაციულად ვარჯიშობენ ბელარუსისა და რუსეთის საზღვრებთან," - თქვა ლუკაშენკომ.

გარდა ამისა, ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ დასავლეთი ასევე აყალიბებს პოლკებსა და ლეგიონებს  გადატრიალების განსახორციელებლად. "როცა დრო მოვა, ყველაფერს გეტყვით. დღეს ამის დრო არ არის, შრომატევადი მუშაობა ფარულად გრძელდება", - შეაჯამა მან. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი