"გუშინდელი მუქარის შემდეგ, გადავრჩი აფეთქებას. მანქანას საწვავის ცენტრალური მილი აქვს გაჭრილი/გახვრეტილი" | ჩალაძე

გამოქვეყნდა:

"გუშინდელი მუქარის შემდეგ, გადავრჩი აფეთქებას. მანქანას საწვავის ცენტრალური მილი აქვს გაჭრილი/გახვრეტილი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს. 

გუშინდელი მუქარის შემდეგ, მოვერიდე ქალაქში გასვლას. მაინც მომიწია მცირე დროით გასვლა და გადავრჩით აფეთქებას.

მანქანას საწვავის ცენტრალური მილი აქვს გაჭრილი/გახვრეტილი და ბენზინი დიდი რაოდენობით ცხელ მექანიზმზე იღვრება.

საგიჟეთში ვცხოვრობთ, - წერს ჩალაძე. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი