"არა დევნას, არა ავტორიტარიზმს" | დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

"არა დევნას, არა ავტორიტარიზმს", - ამ სახელწოდებით დღეს, 31 მარტს, 20:00 საათზე, პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია დაანონსდა.

აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ 7-9 მარტის აქციების მონაწილეებზე პოლიტიკური დევნა დღეს ავტორიტარულმა რეჟიმმა ოფიციალურად დაიწყო. 

"პოლიციამ ლუკა გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.
გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს, როდესაც ავტორიტარულმა რეჟიმმა, ოფიციალურად დაიწყო პოლიტიკური დევნა 7-8 მარტის აქციებში მონაწილეებზე, ჩვენი მოვალეობაა ისევ გამოვიდეთ და დავანახოთ ამ ფარჩაკებს, რომ საქართველო რუსეთი არაა და არ გაუვათ ის, რასაც ასე გამალებით ცდილობენ.

დღეს აუცილებლად ყველანი უნდა გამოვიდეთ გარეთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და მოვითხოვოთ ლაზარე გრიგორიადის გათავისუფლება. მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ჩვენ ამ მიზნის მიღწევას, ამიტომ დღეს, ყველანი 8 საათზე უნდა შევიკრიბოთ პარლამენტთან. ძალა ერთობაშია!!!", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია ხვალ, 1-ელ აპრილს, 20:00 საათზე, კანცელარიასთანაც გაიმართება. აქციის ორგანიზატორი "ევროპული საქარველოა".

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.

შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა დაწვა პოლიციის კუთვნილი მანქანა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

გრიგორიადის დაკავების შესახებ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის წარსულში "მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი". ასევე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის "დროას" წევრი იყო. მოგვიანებით კი "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, რომ 21 წლის დაკავებულს "ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი