წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, თეიმურაზ ჭეიშვილის თქმით, ჯერ არავინ იცის, აშენდება თუ არა ნაგავსაყრელი წყალტუბოში.
მისივე თქმით, ჯერ პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები მოსახლეობასთან უნდა გაიმართოს და იგი მაშინ განხორციელდება, როცა ხალხი მის უსაფრთხოებაში დარწმუნდება.
"ნაგავსაყრელი აშენდება თუ არ აშენდება მაგი არავინ არ იცის. პირველ რიგში, ეს არის მთავარი რომ მოსახლეობასთან უნდა მოხდეს კონსულტაციები ამ პროექტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. დავრწმუნდებით ჩვენც მოსახლეობასთან ერთად, რომ ეს არის უსაფრთხო და არავითარ, ვთქვათ, რამე საფრთხის ნიშნებს არ შეიცავს და მოსახლეობაც დარწმუნდება ამაში, ალბათ, ალბათ კი არა, აშენდება. თუ ამაში ვერ დავრწმუნდებით არ აშენდება", - თქვა თეიმურაზ ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, წყალტუბოს 5 მოსახლეობა მუნიციპალიტეტში რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობას მთელი დღის განმავლობაში აპროტესტებდა. ნაგავსაყრელი სოფელ მუხიანთან, 60 კილომეტრზე უნდა მოეწყოს. ადგილობრივების თქმით, ისინი არ არიან დარწმუნებულები პროექტის უსაფრთხოებაში.
მათივე თქმით, ეს გამაფრთხილებელი აქცია იყო. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება უარს არ იტყვის, წყალტუბოში ნაგავსაყრელის მოწყობაზე, აქციები სისტემატურ ხასიათს მიიღებს.