პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

პარლამენტთან 7-9 მარტის საპროტესტო აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭრი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, ლაზარე გრიგორიადის დაკავებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.

შსს-ს განცხადებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა დაწვა პოლიციის კუთვნილი მანქანა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი