ზურაბიშვილის მწვავე ანგარიში პარლამენტში | რატომ ერიდება პრეზიდენტი ივანიშვილის კრიტიკას

გამოქვეყნდა:

ხისტი კრიტიკის კასკადი და წყობიდან გამოსული "ქართული ოცნება". პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში თითქმის სრულად სახელისუფლებო პარტიის იმ შეცდომებსა და მიზანმიმართულ პოლიტიკურ ნაბიჯებზე საუბარს დაუთმო, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების შანსს სულ უფრო აკარგვინებს და სწრაფი ტემპით აახლოებს რუსეთთან.

სახელმწიფოს მეთაურის მოხსენების პარალელურად, სხდომათა დარბაზში ჯერ ღიმილით შეხვდნენ, თუმცა მალევე ის შეძახილებმა და პროტესტის ხმამ ჩაანაცვლა. მაშინ როდესაც სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" ხელისუფლებას ოკუპანტი რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდა, ფრთხილი იყო თავად პარტიის დამფუძნებლისა და ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველის ხსენებისას.

დღევანდელი განცხადებებიდან გამომდინარე, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ საგარეო კურსიდან გადახვევაზე ზურაბიშვილის პოლიტიკური მეხსიერება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ იწყება. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი