
დღეიდან, 1-ლი აპრილიდან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევას იწყებს. შოიგუს უწყება 400 000 ადამიანის დაკომპლექტებას გეგმავს.
ცნობილია, რომ 400 000 გამომდინარეობს რუსეთის ფედერაციის რეგიონებში გაგზავნილი ბრძანებების ანალიზიდან, რომელშიც მითითებულია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთანაც უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის შესახებ. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს გეგმების მიხედვით, ჩელიაბინსკის და სვერდლოვსკის რაიონებში 10 000 ადამიანი უნდა შევიდეს სამხედრო სამსახურში, ხოლო პერმის მხარეში 9 000.
რუსული მედიის ცნობით,, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, შოიგუს გეგმების მიხედვით, 2023 წლის ბოლომდე პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 400 000-დან 521 000 ადამიანამდე უნდა გაიზარდოს.