რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს

გამოქვეყნდა:

დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკმას ცნობით, რუსებმა ნიკოპოლი არტილერიითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს.

მისი ინფორმაციით, დაზიანებულია სოციალური დაწესებულებები, ავტომობილები და ფერმის რამდენიმე შენობა. 

"დღეს, დღისით, მტერმა ორჯერ დაარტყა ნიკოპოლის რაიონის მარგანეცის თემს. ჯერ მძიმე არტილერიიდან, მოგვიანებით კი უპილოტო საფრენი აპარატიდან ისროლა. არავინ დაშავებულა", - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი