
უკრაინის ქალაქ ლვოვში ყუმბარა აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა - ინფორმაციას ამის შესახებ ლვოვის საკრებულოს წევრი, იჰორ ზინკევიჩი ავრცელებს.
"ზამარსტინივსკის 150-ში ყუმბარა აფეთქდა. ერთი ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობს.",- წერს ის.