"ერთად ევროპაში" - აჭარის მთავრობის სახლთან ენმ საპროტესტო აქციას გამართავს

გამოქვეყნდა:

"ერთად ევროპაში" - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს და 9 აპრილისთვის ემზადება.

მთავარი ოპოზიციური პარტია აჭარის მთავრობის სახლთან დღეს, 14:00 საათზე აჭარის რეგიონის შემაჯამებელ აქციას გამართავს. 

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება იქნება. ისინი ასევე პოლიტიკური პატიმრების მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას მოითხოვენ. 

აღსანიშნავია, რომ 9 აპრილს თბილისში ენმ ფართომასშტაბურ აქციას გეგმავს. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი